ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტირება

ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების მთავარი მიზანი კომპანიის ფინანსური რესურსების ოპტიმალური მართვაა. დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესი მჭიდროდ არის დაკავშირებული კომპანიის სტრატეგიასა და ტაქტიკურ მიზნებთან, რადგან ფინანსური რესურსები სწორედ ამ მიზნების მისაღწევად გამოიყენება.

ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტიების პროცესი იწყება მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტი აღწევს საბოლოო შეთანხმებას სტრატეგიულ საკითხებზე. აღნიშნული პროცესი მოიცავს ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით რესურსების გადანაწილებას, ხარჯების შემცირებას და შესაბამის სამომავლო პროგნოზებს, რომლებიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორ შეიძლება ამ რესურსებმა ხელი შეუწყოს დასახული მიზნების მიღწევას.

დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში ორგანიზაციის თანამშრომელთა დიდი ნაწილი მონაწილეობს; ხდება ორგანიზაციაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების მაქსიმალურად გამოყენება, რათა ბიუჯეტირების შემდგომი პროცესი გარე კონსულტანტის მინიმალური ჩართულობით წარიმართოს.

 

ჩვენი გამოცდილება ფინანსურ კონსულტაციაში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი