მმართველობითი აღრიცხვა

მმართველობითი აღრიცხვის პროცესის მეშვეობით, მენეჯერები და თანამშრომლები იღებენ მათთვის შესაბამის, ფინანსურ და არაფინანსურ შინაარსის ინფორმაციას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები, გაანაწილონ რესურსები, შეაფასონ და წაახალისონ მიღწეული შედეგები. არა-ფინანსური მმართველობითი აღრიცხვა მოიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კლიენტის კმაყოფილებასა და ლოიალურობასთან, პროცესების ხარისხსა და დროულობასთან, თანამშრომელთა მოტივაციასთან და ა.შ. მმართველობითი აღრიცხვა ის მნიშვნელოვანი ბაზაა, რომელიც ხელს უწყობს კომპანიას ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში.

მმართველობითი აღრიცხვის მიმართულებით ჩვენი საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს დამკვეთისთვის ყველა იმ აუცილებელი და რელევანტური ინფორმაციის განსაზღვრას, რომელიც სჭირდება ბიზნესს საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ გვჯერა, რომ ეფექტური მმართველობითი აღრიცხვის სისტემა, ჩვენი კლიენტებისთვის კონკურენტული უპირატესობის მიღწევის ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტია.

ჩვენი გამოცდილება ფინანსურ კონსულტაციაში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი