ბიზნესის შეფასება

ბიზნესის შეფასება პროცესია, რომელიც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ადგენს კომპანიაში არსებული აქტივების ღირებულებას. შეფასებაში ყველაზე გავრცელებული მეთოდი შემოსავლების მეთოდია – რომლის მიხედვითაც კომპანიის ან აქტივის ღირებულება ფასდება როგორც მისი დღევანდელი ღირებულებით კაპიტალიზირებული მომავალი შემოსავლები. მეორე მეთოდი სალიკვიდაციო ღირებულებით შეფასებაა – რაც მოიცავს კომპანიის ცალკეული აქტივების საბაზრო ფასის დადგენას. ხოლო მესამე მეთოდი საბაზრო/შედარებით ანალიზზე დაფუძნებულ მიდგომას გულისხმობს- რომელიც განსაზღვრავს კომპანიის აქტივების ღირებულებას ბაზრის ანალოგების მიხედვით.

ბიზნესის შეფასების მომსახურება მოიცავს ჩვენი კლიენტების აქტივების და საკუთრებაში არსებული კომპანიების მაქსიმალურად სამართლიანი და საბაზროსთან მიახლოებული ღირებულების დადგენას.

ჩვენი გამოცდილება ფინანსურ კონსულტაციაში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი