რისკების მართვა ბანკისთვის

ბანკები მუდმივად აწყდებიან სხვადსხვა სახის რისკებს, რომელთაც დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მათი ბიზნესისთვის, მომხმარებლებისა და ინვესტორებისთვის. სწორედ ამიტომ, ბანკები რეგულირებადი ინსტიტუტებია და მათი ოპერაციები მოქცეულია მკაცრი ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი საიმედო და უსაფრთხო ოპერირება, ბანკები ვალდებული არიან შექმნან რისკის მართვის სისტემები, ადეკვატურად მოახდინონ რისკის იდენტიფიცირება, გაზომვა, შეფასება და მინიმიზაცია.

PMO ბიზნეს კონსალტინგის მიდგომა კომპლექსურია, მოიცავს მართვის მრავალდონიანი სისტემების განსაზღვრას, პრაქტიკული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას; ეფუძნება Basel II-III მოთხოვნებს და ფოკუსირებულია საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდურობის და საოპერაციო რისკის მართვის საკითხებზე.

ჩვენი გამოცდილება რისკის მართვაში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი