პროექტების მართვა

ხშირად, ისეთ კომპანიებში, რომლებსაც მიმდინარე სტრატეგიული გამოწვევები აქვთ, გამოცდილ თანამშრომლებსაც კი სჭირდებათ პროფესიონალური მხარდაჭერა სტრატეგიის ეფექტურ განხორციელებასა და ცვლილებების მართვაში.

PMO ბიზნეს კონსალტინგის ქოუჩინგის მიზანია ხელი შეუწყოს კომპანიის აღმასრულებელ მენეჯერებს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

ქოუჩინგი ეფუძნება მენეჯერებთან ინდივიდუალურ მუშაობას და საქმიანობის ხელშეწყობას სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. იგი მოიცავს ამოცანების და მისაღწევი შედეგების პრიორიტეტიზაციას და დეტალიზაციას, კომუნიკაციის საერთო წესების და სტანდარტების შემუშავებას; ასევე გულისხმობს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება სხვადასხვა ფუნქციის მქონე ერთეულებს შორის თანამშრომლობას, ასევე, კონსულტაციას გადაწყვეტილების მიღების პროცესში – რამდენიმე ალტერნატივის, მათი რისკების, სარგებელის წარმოდგენის და ერთობლივი განხილვის გზით.

    
   

     პროექტის მართვა და ქოუჩინგი

    

პროექტის მართვა და ქოუჩინგი