შედეგიანობის გაზომვა

შედეგიანობის გაზომვის დროს კომპანიის მომსახურება, პროდუქტები და პროცესები ფასდება და იზომება შესრულების ეფექტიანობის და შედეგიანობის კუთხით.

KPI (შედეგიანობის საკვანძო ინდიკატორი) კი წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს, რომელიც ზომავს პროგრესს სასურველი მიზნის მიღწევისას.

KPI – ების მეშვეობით შესაძლებელია ორგანიზაციის მიმდინარე შედეგების შეფასება, კომპანიის არსებული მდგომარეობის დიდი სურათის დანახვა და სამომავლო ინდიკატორების განსაზღვრა. სტრატეგიულ KPI – ებზე დაყრდნობით ხდება კომპანიის სტრატეგიის შესრულების მონიტორინგი და მისი ეფექტურობის შეფასება, ასევე,  იმ ხარვეზების გამოვლენა, რომელიც ფაქტობრივ და სასურველ შედეგებს შორის არსებობს.

ამ ინსტრუმენტის გამოყენებით იზომება ზოგადად ორგანიზაციის ეფექტურობა და საოპერაციო ეფექტიანობა.

ჩვენი გამოცდილება ორგანიზაციის
განვითარებაში
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი