კორპორატიული მართვა

არსებობს კორპორატიული მართვის მრავალი განმარტება, თუმცა ყველაზე ხშირად ის განიხილება როგორც სტრუქტურისა და ურთიერთობების ის ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მართვის ძირითად პრინციპებს და მოსალოდნელ შედეგებს.

დირექტორთა საბჭო კორპორატიული მართვის სათავეს წარმოადგენს. დირექტორთა საბჭოს გამართული ურთიერთკავშირი სხვა მოქმედ პირებთან, უმეტესად, ორგანიზაციის აქციონერებთან, დამფუძნებლებთან და მენეჯერებთან, მეტად მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია საბჭოს ჰქონდეს სწორად ჩამოყალიბებული ურთიერთობა ორგანიზაციის სხვა წევრებთან, მათ შორის თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან და კრედიტორებთან.

კორპორატიული მართვის გარემო უნდა ასახავდეს სამართლებრივ, რეგულაციურ, ინსტიტუციონალურ და საზოგადოების ეთიკურ ფასეულობებს.

კომპანია, რომელსაც არ აქვს ეფექტურ კორპორატიული მართვა ვერ იქნება წარმატებული. ისეთი პრობლემები, როგორიც არის ორგანიზაციის სუსტი მმართველობა, არაადეკვატური ფინანსური აღრიცხვა, ხარვეზები სავაჭრო პოლიტიკაში და გარემოსთან ადაპტაციის დაბალი უნარი, ხშირად კომპანიის არაეფექტურ კორპორატიულ მართვას უკავშირდება და კომპანიას არაკონკურენტუნარიანს ხდის.

PMO ბიზნეს კონსალტინგში, კლიენტებს ვუწევთ კონსულტაციას ეფექტური კორპორატიული მართვის სისტემის დანერგვაში, ადმინისტრირების საუკეთესო პრაქტიკისა და ადეკვატური კონტროლის სისტემების განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის გამართულად ფუნქციონირებას უწყობს ხელს და მის წარმატებაზე აისახება.


ჩვენი გამოცდილება ორგანიზაციის
განვითარებაში
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი