ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია

ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაცია ხორციელდება კომპანიის სტრატეგიის და მიზნების შესაბამისად და მისი უმთავრესი ამოცანა ბიზნესის ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობაა.

ბიზნეს პროცესების სწორი ოპტიმიზაციის შედეგად ვიღებთ პროცესების გამარტივებას და ეფექტიანობის ზრდას. ბიზნეს პროცესის სწორ ოპტიმიზაციას დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზაციისთვის, მაგრამ არასწორმა და ზედაპირულმა ოპტიმიზაციამ შეიძლება მნიშვნელოვანი რისკები შექმნას და არასასურველი შედეგები მოიტანოს. არასწორად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილება, ხშირ შემთხვევაში, ვერ აღწევს მიზანს და შეიძლება უკუეფექტსაც იძლეოდეს. აქედან გამომდინარე, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციამდე მნიშვნელოვანია სიღრმისეული ანალიზი, გააზრება და ცვლილების სწორად დაგეგმვა.

PMO ბიზნეს კონსალტინგში ვავლენთ და სიღრმისეულად ვაანალიზებთ კომპანიის ძირითად ბიზნეს პროცესებს, ვახდენთ მათ დეტალურ აღწერას და რუკებზე დატანას და შემდგომ ვახდენთ მათ ოპტიმიზაციას. ეს თანმიმდევრული მიდგომა და აპრობირებული მეთოდოლოგია გვიცავს რისკებისგან და უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგებს.

ჩვენი გამოცდილება ორგანიზაციის განვითარებაში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი