საინვესტიციო კონსულტაცია

PMO-ს მომსახურება საინვესტიციო კონსულტაციაში გულისხმობს ინვესტორთა დახმარებას გრძელვადიან საინვესტიციო დაბანდებაში. ჩვენს კლიენტებს მათი აქტივების ალოკაციის სტრატეგიისა და ინვესტირების მეთოდების შერჩევაში ვეხმარებით. სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე ვეცნობით კლიენტის ფინანსურ მდგომარეობას და ვიყენებთ კონკრეტულად მასზე მორგებულ მიდგომებს.

ინვესტირებისას, ძალზედ მნიშვნელოვანია მართებული საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევა. ჩვენ გვჯერა, რომ აქტივების ალოკაცია წარმატებული საინვესტიციო სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია; იგი მოიცავს მთლიან საინვესტიციო პროფილს, რომელიც თანხვედრაში მოდის კლიენტის დროში გაწერილ სპეციფიურ საჭიროებებთან, მიზნებთან, აგრეთვე, რისკისა და უკუგების მოლოდინებთან. PMO ბიზნეს კონსალტინგში, ჩვენ, დეტალური ანალიზის და შეფასების საფუძველზე, ვეხმარებით კლიენტებს თავიანთი სპეციფიური გარემოებების გათვალისწინებით წარმატებით განახორციელონ აქტივების ალოკაცია

ჩვენი გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკაში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი