HR ეფექტურობის ზრდა

ადამიანური რესურსები კომპანიიაში სტრატეგიის განხორციელების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ბევრი ორგანიზაცია აწყდება სირთულეს ადამიანური რესურსების მართვაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანური რესურსების მართვის სისტემები არ არის გამართული, ან არ არის მორგებული კომპანიის მიზნებსა და საჭიროებებზე.


ბევრ ორგანიზაციაში HR მართვის სისტემები განვითარების საწყის ეტაპზეა და ადამიანური რესურსების ფუნქციები მხოლოდ საბაზისო აქტივობებით შემოიფარგლება, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანური რესურსების ადმინისტრირება და ტრენინ
გი. რაც ცხადია, არ არის საკმარისი კომპანიის ზრდისა და განვითრებისთვის.


ამ მომსახურების ფარგლებში PMO ბიზნეს კონსალტინგი, აანალიზებს არსებულ HR სისტემებს და განსაზღვრავს რომელი სისტემების და ფუნქციების დამატება ან ცვლილებაა აუცილებელი კომპანიის ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.


თითოეულ კომპანიას ვთავაზობთ ინდივიდუალურ, მის სტრატეგიაზე და ბიზნეს მოდელზე მორგებულ HR სისტემებს, რომლებსაც, არსებული ალტერნატივებიდან, ბიზნესისთვის ყველაზე დიდი ღირებულების მოტანა, ადამიანების აქტიური ჩართვა, მათი მოტივირება, ტალანტების ზრდის ხელშეწყობა და მათი შედეგიანი მუშაობის მხარდაჭერა შეუძლია. ასევე, ვქმნით ტექნოლოგიური მხარდაჭერის და ანგარიშგების ისეთ სისტემებს, რომლებიც კომპანიებს სტრატეგიული და საოპერაციო HR გადაწყვეტილებების მიღებას უმარტივებს.

ჩვენი გამოცდილება HR საკონსულტაციო
სერვისებში
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი