ადამიანური რესურსების დიაგნოსტიკა

თანამშრომლების შედეგიანი მუშაობა კომპანიის წარმატების საწინდარია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიის წარმატებას თანამშრომლების ეფექტური მუშაობა ქმნის.
თანამშრომლების არაეფექტურ მუშაობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პრობლემის შემთხვევაში ჩნდება შეკითხვა, რაშია საქმე – თანამშრომლების დამოკიდებულებაში თუ უნარებში? კორპორატიულ კულტურაში თუ ბიზნეს პროცესებში? შეიძლება პრობლემა მენეჯმენტის პრაქტიკაშია? რამდენად კარგად ესმით თანამშრომლებს სტრატეგია, რამდენად საფუძვლიანად არის ის გაზიარებული და აღქმული? რამდენად კარგად იზომება საქმის შესრულება? რა დონეზე არიან თანამშრომლები ჩართული და რა ფაქტორები განაპირობებს მათ ჩართულობას? კომპანიამ, რომელსაც თანამშრომელთა ეფექტურობის გაზრდა სურს, აუცილებლად უნდა მიიღოს პასუხი ამ შეკითხვებზე და შესაბამისად დაგეგმოს ადამიანური რესურსების სტრატეგია. ამ კითხვებს PMO ბიზნეს კონსალტინგი მის მიერ უკვე აპრობირებული ადამიანური რესურსების დიაგნოსტიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით პასუხობს და კომპანიებს აძლევს რეკომენდაციებს HR სისტემების გასაუმჯობესებლად.

ჩვენი გამოცდილება HR საკონსულტაციო სერვისებში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი