ადამიანური რესურსების მართვა

მიზნების მისაღწევად და სტრატეგიის განსახორციელებლად ნებისმიერი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასაყრდენი ადამიანური რესურსების მართვის ეფექტური სისტემაა.

ზრდასა და ეფექტურობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული კომპანიები საჭიროებენ ადამიანური რესურსების მართვის ისეთ სისტემების შექმნას, რომლებიც თანამშრომლების მუდმივ ჩართულობას, ცვლილებებთან ადაპტირებას და მათ მიერ მეტი ღირებულების შექმნას უზრუნველყოფს.

PMO ბიზნეს კონსალტინგში მიგვაჩნია, რომ ადამიანური რესურსები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივია. ადამიანური რესურსების მართვის სისტემების შექმნისას უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სისტემების მთავარი ამოცანა თანამშრომლების და კომპანიის მიზნებს შორის კავშირის გაძლიერება და შედეგად, თანამშრომლების მაღალი ჩართულობის მიღებაა.

PMO ბიზნეს კონსალტინგში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კლიენტებს შემდეგ სერვისებს ვთავაზობთ:

    
     HR საკონსულტაციო სერვისები:

     ადამიანური რესურსების დიაგნოსტიკა

     HR ეფექტურობის ზრდა 

     საქმიანობის ეფექტურობის მართვა

   

    
HR საკონსულტაციო სერვისები:

ადამიანური რესურსების დიაგნოსტიკა

HR ეფექტურობის ზრდა 

საქმიანობის ეფექტურობის მართვა