ფინანსური კონსულტაცია და რისკების მართვა

პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი

პაშა ბანკი

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: ივლისი-დეკემბერი, 2017

პროექტის მიზანი იყო როგორც მეთოდოლოგიის, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტის შექმნა, რომლის საშუალებითაც ბანკი მოახდენდა პროდუქტების ხარჯების და მომგებიანობის ანალიზს.
მეთოდოლოგიაში წარმოდგენილ იქნა კონკრეტული ინსტრუქციები ბანკის რესურსის, პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების გადანაწილების ოპტიმალურ მიდგომებზე, რის შედეგადაც შემუშავდა პროდუქტების მომგებიანობის ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც მენეჯმენტს დაეხმარება გადაწყვეტილებების მიღების პროცეში.

 

ფინანსური აუდიტი

კავკასიური სახლი

სექტორი: არასამთავრობო
ხანგრძლივობა: თებერვალი-აპრილი, 2017

პროექტის მიზანი იყო აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშების აუდიტის ჩატარება. კავკასიურ სახლს ოთხი წლის განმავლობაში, 2013-დან 2016 წლამდე, სრული ფინანსური აუდიტი ჩაუატარდა. აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შესრულდა. რაც გულისხმობს ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად, მომზადებასა და ორგანიზაციის ფინანსური მდგო­მარეობის ობიექტურ ანალიზს.

 

ბიზნესის შეფასება

აჭარა +

ჩართული მხარე: კერძო პირი, „აჭარა პლიუსი“-ს ერთ-ერთი მეწილე
სექტორი: ტურიზმი
ხანგრძლივობა: აპრილი-მაისი, 2015

პროექტის მიზანი იყო სიღრმისეულ საბაზრო ანალიზზე დაყრდნობით, კომპანიის კაპიტალისა და აქტივების შეფა­სება. ამ მიზნით განხორციელდა შესაბამისი ბაზრის ანალ­იზი ცალკეული ბიზნესებისთვის, შეფასდა პროგნოზირებული შემოსავლები და გაკეთდა სხვადასხვა დაშვება. მიღებული შედეგების საფუძველზე შეიქმნა ბიზნე­სის შეფასების კონსოლიდირებული ანგარიში.

 

ტრეინინგი ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტებში

ქართული კომერციული ბანკები

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: იანვარი-აპრილი, 2014

საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესა­ბამისად ქართული კომერციული ბანკები ვალდებულნი იყვნენ 2014 წლის ბოლომდე თავიანთი რისკის მართვის სტანდარტები მოეყვანათ ბაზელ II-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში. კომერციულ ბანკებთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად გამოვლინდა, რომ მათ არ გააჩნდათ რისკის მართვის საკმარისი გამოცდილება და უნარები, აგრეთვე, აღნიშნული ცვლილების განხორციელებისთვის საკმა­რისი შიდა რესურსი. შედეგად, საბანკო ტრენინგისა და კონსალტინგის საერთაშორისო ინსტიტუტთან (ITCB) პარტნიორობით, რომელიც აღნიშნულ სფეროში წარმოადგენს უნგრე­თის ერთ-ერთ მოწინავე ინსტიტუტს, შედგა პროგრამა და ჩატარდა სამდღიანი, საქართვე­ლოს კანონმდებლობაზე მორგებული, პრაქტიკული ტრე­ნინგი. ტრენინგს დაესწრო თითქმის ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი.

 

ფინანსური მართვა

IN-SI Construction & Building Co

სექტორი: სამშენებლო
ხანგრძლივობა: აპრილი-სექტემბერი, 2014

საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში კომპანიას ფინანსური მართვის კუთხით გაეწია მომსახურება. მათ შორის, ბიუჯეტირება და დაგეგმვა. მომსახურება ასევე მოიცავდა კომპანიისთვის ფინანსური ანგარიშების ანალიზს და რეკომენდაციების გაწევას.

 

ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტები

ქართული კომერციული ბანკები

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: 2014 – 2016

ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტებთან დაკავშირებული შვიდი დამოუკიდებელი პროექტი განხორციელდა საქართველოში არსებულ შემდეგ კომერციულ ბანკებში: პაშა ბანკი, ბაზის ბანკი, ზირაათ ბანკი, კავკასიის განვითარების ბანკი, კაპიტალ ბანკი, კრედო ბანკი, ბანკი კონსტანტა.
თითოეული პროექტის მიზანი იყო კომერციულ ბანკში, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად ბაზელ II-ის რისკის მართვის სტანდარტების დანერგვა.
საწყის ეტაპზე ჩატარდა ბანკის არსებული რისკის მართვის სისტემის დიაგნოსტიკა და შედგა დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იყო შეუსაბამობები ბაზელ II-ის მოთხოვნებსა და არსებულ სისტემას შორის. აღნიშნულ დიაგნოსტიკაზე დაყრდნობით, ბანკისთვის შემუშავდა და დაინერგა ფინანსური, საბაზრო და საოპერაციო რისკების მართვის ახალი სისტემა.

 

ფინანსური აუდიტი

ICON

სექტორი: სარეკლამო
ხანგრძლივობა: ოქტომბერი-დეკემბერი, 2013

პროექტის ფარგლებში, ჩატარდა კომპანიის აუდიტი, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებისა და ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

 

ფინანსური აუდიტი

პატარძეული

სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2013 – იანვარი, 2014

პროექტის მიზანი იყო აღნიშნული ორგანიზაციის ფინან­სური აუდიტის ჩატარება. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა წლიური ფინანსური ანგარიშების სრული აუდიტი, აღნიშნუ­ლი ითვალისწინებს, ანალიზს და დასაბუთებას იმისა რომ, ფინანსური ანგარიშები მომზადებულია საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად, არსებითი შეცდომების გარეშე და სრულად ასახავს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას.

 

ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია

FLY GEORGIA

სექტორი: საავიაციო
ხანგრძლივობა: აგვისტო-ნოემბერი, 2012

პროექტის მიზანს წარმოადგენდა კომპანიის ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული ბიზნესპროცესების აღწერა და ოპტიმიზაცია. პირველ ეტაპზე გამოვლინდა და აღიწერა ორგანიზაციაში არსებული ძირითადი ბიზნესპროცესები. შემდგომ ეტაპზე კი სიღრმისეულად გაანალიზდა As-Is ბიზნესპროცესები მათი ოპტიმიზაციის მიზნით და შეიქმნა ბიზნესპროცესების To-Be ვერსია.