ორგანიზაციული განვითარება

ქოუჩინგი და ტრენინგი კომერციულ ბანკში

პაშა ბანკი

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2016 – იანვარი, 2017

პროექტი მიზნად ისახავდა ტრენინგების საშუალებით პაშა ბანკის გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების უნარ-ჩვევების გაძლიერებას კლიენტთა მომსახურების სფეროში ჩართული ყველა თანამშრომლისთვის. ჩატა­რდა ორდღიანი და ინტერაქტი­ული ტრენინგი კლიენტის მომსახურებასა და გაყიდვებში ბანკის 30-ზე მეტი თანა­მშრომლისთვის.

 

კომერციული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის მხარდაჭერა Predictive Index სისტემის საშუალებით

პაშა ბანკი

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: მაისი-ივნისი, 2017

აღნიშნული პროექტის ფარგლებში პაშა ბანკი აღიჭურვა ადამიანური რესურსების მართვის პლატფორმით – Predictive Index. ეს პლატფორმა პაშა ბანკს აძლევს საშუალებას ეფექტურად მოახდინოს თანამშრომელთა შერჩევა და აყვანა, გაზარდოს მათი ჩართულობა, განავითაროს გუნდი, არსებულ თანამშრომლებში აღმოაჩინოს პოტენციალები და მართოს კონფლიქტები. ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO Predictive Index-ის ექსკლუზიური პატრნიორია კავკასიაში.

 

სემინარი ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ჩართული მხარე: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
სექტორი: საჯარო
ხანგრძლივობა: მაისი-ივნისი, 2017

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგა­დოება-ის (GIZ) დაფინანსებით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგები და სემინარები ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის შესახებ. სემინარზე განხილულ იქნა მიდგომები, რომელთა გამოყენებაც ორგანიზაციის ეფექტურობას ზრდის, ხოლო ხარვეზებს ადვილად იდენტიფიცირებადს. სემინარის ფარგლებში ფინა­ნსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა პრო­ბლემები და გამოწვევები, რომე­ლთაც ორგანიზაცია მისი ძირითადი პროცესების თვალ­საზრისით აწყდება. სამუშაო პროცესში სამინისტროს წარმომადგენლებს გაეცნოთ ბიზნეს პროცესების აღწერისა და ოპტიმიზაციის ტექნიკა და ინსტრუმენტები. სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებთან ერთად შერჩეული იქნა ორგანიზაციაში არსებული მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესები და განხილული იქნა მათი გაუმჯობესების გზები.

 

ქოუჩინგი და პროექტის მართვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

კრედო

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტმებერი, 2016

პროექტის მთავარი მიზანი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხარდაჭერა საბანკო ინსტიტუტად გარდაქმნაში. ჩატარდა მრავლისმომცველი ტრენინგი საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაში, ასევე ფინანსურ მართვაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო როგორც ქსელის, ასევე სათავო ოფისის საშუალო რგოლის მენეჯმენტმა.

 

ბიზნესპროცესების ეფექტური მართვის სისტემის შექმნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ჩართული მხარე: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
სექტორი: საჯარო
ხანგრძლივობა: სექტმებერი, 2016-მაისი, 2017

პროექტის მიზანი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბიზნეს პროცესების აღწერა და ოპტი­მიზაცია. პროექტის ფარგლებში სამინისტროს თანა­მშრომლების აქტიური ჩართულობით გამოვლი­ნდა და სიღრმისეულად გაანალიზდა ორგანიზაციის ძირითა­­დი ბიზნეს პროცესები და განისაზღვრა მათი გაუმჯო­ბესების გზები. პროექტის ბოლო ეტაპზე ორგანიზაციის მმართველობითი რგოლისთვის შემუშავდა სახელ­მძღვანელო, სადაც დეტალურად არის აღწერილი პრო­ცესების მართვის მეთოდები და ინსტრუმენტები.

 

ორგანიზაციული დიაგნოსტიკა და სტრატეგიული განვითარება ქართული ტრადიციული ტკბილეულის მწარმოებლისა
და საცალო მოვაჭრისათვის

ბადაგი

ჩართული მხარე: EBRD
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: ივნისი-აგვისტო, 2016

კომპანია ბადაგისთვის განხორციელდა ჩირისა და ჩურჩხელების ბაზრის კვლევა და ანალიზი, ასევე შიდა ორგანიზაციული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის. ამისათვის კომპანიამ მოიძია ინფორმაცია ბაზრის ძირითადი მოთამაშეების შესახებ. შესწავლილ იქნა მთლიანი ბაზრის მოცულობა, გაყიდვების არხები, მოთხოვნის გა­ნმაპირო­ბებელი ფაქტორები და ზრდის პოტენციალი. კვლევის საფუ­ძველზე შემუშავდა კომპანიის მომდევნო ხუთი წლის სტრატეგია და განვითარების გეგმა.

 

ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზრდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის საშუალებით

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

ჩართული მხარე:სოკარ ენერჯი ჯორჯია
სექტორი: ნავთობი და გაზი 
ხანგრძლივობა: ივნისი, 2016

პროექტის მიზანი იყო ორგანიზაციული ეფექტიანობის გაზ­რდა კომპანიის ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის გზით.
პირველ ეტაპზე გამოვლინდა სხვადასხვა დეპარტა­მენტების ძირითადი ბიზნესპროცესები: საცალო, კორპო­რატიული და საბითუმო გაყიდვების, ოპერაციებისა და ლოგისტიკის, შესყიდვების, ხარისხის მართვისა და სხვა. შემდეგ ეტაპზე აღიწერა და გაანალიზდა AS-IS პროცესები. სხვადასხვა დეპარტამენტების მენეჯმენტთან ერთად შემუშავდა პროცესების ოპტიმიზაციის რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით გა­ნი­საზღვ­რა ოპტიმიზირებული ბიზნესპროცესები. ოპტი­მიზირებულ ბიზნესპროცესებზე დაყრდნობით პოზიციების ფუნქციებში და დეპარტამენტების სტრუქტურაში შევიდა ცვლილებები. საბოლოო ეტაპზე დაიწერა სტანდარტული საოპერაციო პროცედურები და ინსტრუქციები.

 

ქალაქ მცხეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია

“ახალი ქალაქის განვითარება“

ჩართული მხარეები: ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
სექტორი: საჯარო
ხანგრძლივობა: ოქტომბერი, 2015-თებერვალი, 2016

საკონსულტაციო პროექტის მიზანი ქალაქ მცხეთის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავება იყო, რომელიც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის კომპონენტს წარმოადგენდა. პროექტი ორ ძირითად ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე შესწავლილი იქნა მცხეთის ეკონომიკური სტრუქტურა, ქალაქის უნიკალურობა, ადამიანური რესურსები და ადგილობრივი ინსტიტუციები. პროექტის მეორე ეტაპზე, მიღებული შედეგების საფუძველზე ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ფორმირება მოხდა, სადაც გათვალისწინებული იქნა პროექტში ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ხედვები. პროექტის შედეგად შემუშავდა ქალაქ მცხეთის ეკონომიკური განვითარების 15 წლიანი ხედვა, ხოლო სტრატეგიული და სამოქმედო 5-8 წლიანი გეგმა.

 

ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

ჩართული მხარეები: გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა UNDP, Global Environment Facility
სექტორი: გარემოს დაცვა
ხანგრძლივობა: აპრილი – აგვისტო, 2016

გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და Global Environment Facility-იმ, წამოიწყეს ახალი პროექტი, სახელწოდებით – „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის მიზანი იყო ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და დახმა­რება ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიებაში. გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა მყარი ბიომასიდან მიღებული ბიოენერგიის წარმოების თანადამფინანსებელია.
მუშაობა წარიმართა პროექტის კომუნიკაციის სტრა­ტეგიის განსაზღვრისა და დანერგვის მიმართულებით. ასევე მარკეტინგული აქტივობებისა და დაინტერსებულ პირთა პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზების კუთხით.

 

სამედიცინო დაწესებულების ორგანიაზაციული ეფექტურობის გაუმჯობესება

მედიკორი 

ჩართული მხარეები: EBRD, BAS პროგრამა
სექტორი: ჯანდაცვა
ხანგრძლივობა: აგვისტო-ოქტომბერი, 2015

პროექტის მიზანი იყო კომპანიის ახალი სტრატ­ეგიული ამოცანების განსაზღვრა და მისი რე­­ბრენ­დინგი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა
ბაზ­რ­ის კვლ­ევა და ანალიზი, განხილულ იქნა კო­­­მ­პა­­­­­­ნი­ის მოქმედი კორპორატიული სტრატეგია და სტრუ­ქტურა, ასევე შეფასდა ძირითადი ბიზნესპროცესები. კლიენტს გაეწია რეკომენდაცია ბაზრის ახალი სე­გმე­ნ­ტის ათვი­სების შესახებ, წარედგინა ხარ­ჯე­ბის ოპტიმიზაციის შესაძლებლობები მარკეტი­ნგისა და გაყიდვების ახალი სტრატეგია.

 

პროდუქტისა და მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

ჩართული მხარე:სოკარ ენერჯი ჯორჯია
სექტორი: ნავთობი და გაზი 
ხანგრძლივობა: თებერვალი-მაისი, 2015

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო სოკარ ენერჯი ჯორჯიას შვილობილი კომპანია სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისთვის პროდუქტის, მომსახურების სტრატეგიისა და შეფასების ძირი­თადი ინდიკატორების შემუშავება. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა საწვავ­ის ბაზრის ანალიზი. პარტნიორ კომპა­ნიებთან ერთად მოხდა სეგმენტის, კონკურენტების და ახალი ბრენდის პოზიცი­ონირების საჭიროებათა შესწავლა. ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა მომდევნო 3-5 წლის ხედვა და სტრატეგია. პროექტის ბოლო ეტაპზე განისაზღვრა წარმატების შეფასების კრიტერიუმები გარკვეული სტრატეგიული ინიციატივებისთვის და შემუშავდა სტრა­ტეგიული KPI.

 

ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი / სოკარ ენერჯი ჯორჯია

სექტორი: ნავთობი და გაზი 
ხანგრძლივობა: მაისი-აგვისტო, 2015

პროექტის მიზანი იყო სოკარ ენერჯი ჯორჯიას და მისი შვილობილი კომპანია სოკარ ჯორჯია პეტრო- ლეუმისთვის ორგანიზაციული სტრატეგიის შემუშავება და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა. პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარდა სამი დონის ორგანიზაციული დიაგნოსტიკა – მენეჯმენტის, პროცესების და სამუშაო დონეზე. განისაზღვრა კომპანიის ძირითადი გამო­წვევები და ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია. შემდეგ ეტაპზე გარდაიქმნა ორი კომპანიის სტრუქტურა, რათა მათ კომპანიის სტრატეგიის ეფექტური განხო­რციელების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

 

პროექტის მდგრადობის უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება

ქეა საერთაშორისო კავკასიაში

ჩართული მხარე: USAID
სექტორი: განათლება
ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2013-თებერვალი, 2014

პროექტი გულისხმობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის პროექტის კომპონენტში ქეა საერთაშორისო კავკასიისთვის კონსულტაციის გაწევა. კერძოდ, ქეამ მიიღო რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციის, ეკოკლუბების ალიანსის ოპტიმალური იურიდიული სტატუსის, ორგანიზაციული და ფინანსური სტრუქტურის შესახებ, ორგანიზაციის მდგრადობის მისაღწევად. თავის მხრივ, ეკოკლუბების ალიანსის  მიზანი იყო საქართველოს რეგიონებში, 38 სკოლაში არსებული ეკოკლუბების გაერთიანება გარემოს დაცვითი საკითების გარშემო და მათი აქტიურობის შენარჩუნება.

 

ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია საოჯახო და ელექტრო მოწყობილობების რითეილერისთვის 

საგა იმპექსი

სექტორი: საოჯახო ტექნიკის საცალო ვაჭრობა
ხანგრძლივობა: ივნისი-აგვისტო, 2013

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ორგანიზაციის შედე­გების გაუმჯობესება ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გზით. პროექტის საწყის ეტაპზე გაკეთდა დიაგნოსტიკა, შემუშავდა კორპორატიული სტრატეგია და განისაზღვრა სტრატეგიული მიზნები რის საფუძველზეც მოხდა გამო­ვლენილი საკვანძო ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია. პროექტის ბოლო ეტაპზე გაიწერა ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების დანეგვის სამოქმედო გეგმა.

 

შეფასების ძირითადი ინდიკატორების შემუშავება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

სექტორი: საჯარო
ხანგრძლივობა: ოქტომბერი, 2013-იანვარი, 2014

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ორგანიზაციის სტრა­ტეგიულ, საოპერაციო და პერსონალის ფუქნციის დონეზე შეფასების ძირითადი ინდიკატორების განსა­ზღვრა. პრო­ექტის პირველ ეტაპზე ორგანიზაციის მისია, ხედვა და სტრატეგია გაანალიზდა. შემდგომ ეტაპზე იდენტი­ფი­ცირებულ იქნა გარკვეული სტრატეგიული ინიცი­ატივების გაზომვის კრიტერიუმები. შეფასების ძირითა­დი ინდიკატორების შემუშავების და მათი ოპე­რა­­ციულ ინდიკატორებად ჩაშლის შემდგომ, შემუ­შავდა დოკუმენტი, რომელშიც სათითაოდ აღიწერა ინდიკატორები, აგრეთვე, მათი გამოთვლის, ანალიზის და ანგარიშგების მეთოდები.

 

ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

სექტორი: საჯარო
ხანგრძლივობა: მარტი-ივლისი, 2013

პროექტის მიზანი იყო ორგანიზაციის ყველა არსებული ბიზნესპროცესის იდენტიფიცირება და ორგანიზაციის ეფექტურობის შემაფერხებელი ქვე-პროცესების გამოვ­ლენა. სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით შვიდ სხვადასხვა დეპარტამენტში 70-მდე ბიზნესპროცესის იდენტიფიცირება მოხდა. შემდეგ ეტაპზე ორგა­ნიზაციის შედეგებზე გავლენის მიხედვით გაკეთდა ბიზნესპროცესების პრიორიტეტიზაცია. ცენტრის მენეჯ­მენტთან ერთობლივი მუშაობით, შესაძლებელი გახდა ათი პრიორიტეტული ბიზნესპროცესის ოპტიმიზაცია.

 

პროექტის მართვის უნარების განვითარება კომერციულ ბანკში

ბანკი კონსტანტა

სექტორი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2012-თებერვალი, 2013

2012 წლის სექტემბერში კონსტანტა ბანკმა შეა­სრულა სტრატეგიული დაგეგმარების პროექტი, შემუ­შავდა სტრატეგიული გეგმა სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის. პროექტის მიმდინარეობისას მოხდა დეპარტამენტების დონეზე პროექტის მართვის უნარ-ჩვევების ამაღლება. პირველ ეტაპზე მოხდა ორგანიზაციის სტრატეგიის დეტალებზე დაკვირვება ორგანიზაციის შესაძლებლობების შესაფასებლად. შედეგად გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლიდნენ სტრატეგიული გეგმის განხორციელებას. დასკვნე­ბის საფუძველზე შემუშავდა პროექტის მართვის ტრენინგების მო­დუ­ლი ორგანიზაციის თანამშრომლების გადასამზადებლად, ასევე, ორგანიზაციაში შეი­ქმნა პროექტის მართვის სტანდარტები. თანამშრომლებს დახმარება გაეწია პროექტების მართვაში. პროექტის დასკვნით ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში კონსულტანტთა გუნდი მეთვალყურეობას უწევდა გეგმის შესრულების პროცესს, ტარდებოდა ყოველკვირეული შეხვედრები ბანკის წარმომადგენლებთან პროექტების მართვაში დახმარების მიზნით.

 

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

ჩართული მხარე: (USAID)
სექტორი: გარემოს დაცვა
ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2012-თებერვალი, 2013

ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში(WMTR) წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტს. პროექტი მიზნად ისახავდა კახეთის და აჭარის რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტე­მის შემუშავებაში დახმარების გაწევას ადგილობრივ თვითმართველობებსა და მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის და თემებისთვის. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა და ორგანიზება გაეწია ბათუმსა და თელავში ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სატარიფო პოლიტიკის თემებზე საჯარო განხილვის პროცესს.

 

ბიზნესპროცესის ოპტიმიზაცია ავიაკომპანიისთვის

Fly Georgia

სექტორი: საავიაციო 
ხანგრძლივობა: აგვისტო-ნოემბერი, 2012

საკონსულტაციო პროექტის მიზანს კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის ბიზნესპროცესების აღწერა და მათი შემდგომი ოპტიმიზაცია წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში მოხდა ბუღალტერიასა და ფინანსებთან დაკავშირებული 30-ზე მეტი ბიზნესპროცესის იდენტი­ფიცირება.არსებული ბიზნესპროცესები აღიწერა და განისაზღვრა მათი გაუმჯობესების გზები, რაც საბოლოოდ ოპტიმიზირებულ ბიზნესპროცესებში აისახა. ოპტიმიზირებულ ბიზნესპროცესებზე დაყრდ­ნობით კომპანიისთვის შემუშავდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა.

 

სტრატეგიული გეგმის შემუშავება ტანსაცმლის ფაბრიკისა და პროფესიული განათლების კოლეჯისათვის

გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP)

სექტორი: პროფესიული განათლება
ხანგრძლივობა: აგვისტო-ნოემბერი, 2012

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ქალაქ ფოთში მდებარე, UNDP-ის გრანტით დაფინანსებული სამკე­რვალო ფაბრიკისთვის და პროფესიული განათლების კოლეჯისთვის სტრატეგიული გეგმის შედგენა. შემუ­შავდა შესაბამისი კორპორატიული სტრატეგია და მისი სათანადო დანერგვისთვის აუცილებელი დეტალური სამოქმედო გეგმა.

 

კორპორატიული სტრატეგიის შემუშავება საოჯახო და ელექტრო მოწყობილობების რითეილერისთვის 

საგა იმპექსი

სექტორი: საოჯახო ტექნიკის საცალო ვაჭრობა
ხანგრძლივობა: სექტემბერი-ნოემბერი, 2012

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ლიდერი იყო ადგი­ლობრივ ბაზარზე, პროექტის დაწყებამდე მას გაყიდვებს კლების ტენდენცია ახასიათებდა. პროექტის პირველ ეტაპზე გაკეთდა ბაზრის კვლევა და შესწავლილ იქნა კომპანიის არსებული სტრატეგია. შედეგად,
კლი­ენ­ტმა მიიღო თანამშრომელთა მოტი­ვაციის გასა­უმჯობესებელი სისტემის მარკეტინგისა და გაყიდვე­ბის გუნდის განვითარების ინტენსიური პროგრამის შეთავაზება. ასევე, კომპანიას გაეწია დახმარება დაგე­გმვის და ბიუჯეტირების ახალი სისტე­მების დანერგვაში, რამაც გაყიდვები საგრძნობლად გაზარდა.