ფინანსური მომსახურება

 

PMO ბიზნეს კონსალტინგი ფინანსური სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს სხვადასხვა ტიპის საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს, რათა ძლიერი კონკურენციის პირობებში დაეხმაროს მათ  სტრატეგიულ და საოპერაციო გამოწვევებთან გამკლავებაში. PMO – ს  გამოცდილი გუნდი სიღრმისეულად იცნობს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სპეციფიკას. ჩვენს გუნდს ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ტიპის ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის  კომერციულ ბანკებთან, ფინანსურ საკონსულტაციო კომპანიებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

PMO-ს ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან რისკების მართვის მიმართულებით წარმატებით აქვს განხორციელებული მრავალი პროექტი. PMO ასევე დიდ გამოცდილებას და ცოდნას ფლობს ამავე სექტორში საბაზრო კვლევების, პროექტების მართვის და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის მიმართულებით. PMO ეხმარება საკუთარ კლიენტებს ბიზნესის ეფექტურობის გაზრდაში, დანახარჯების შემცირებაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს პროცესებთან ჰარმონიზაციაში, რისკების მართვაში და კონკურენტული უპირატესობის გაზრდაში; გარდა ამისა, მომხმარებელთა ლოიალობის შენარჩუნებაში, რისი მიღწევაც საკმაოდ დიდი გამოწვევაა კომპანიებისთვის სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიების, მომხმარებელთა პრეფერენციების და რეგულირების პირობებში.

 

ჩვენი გამოცდილება ფინანსურ კონსულტაციაში

ჩვენი გამოცდილება რისკების მართვაში