სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებად არის მიჩნეული. PMO ბიზნეს კონსალტინგმა, აღნიშნულ სექტორში განახორციელა სხვადასხვა სახის საკონსულტაციო პროექტები და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ჩვენ ვართ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს კონსულტანტთა ჯგუფის წევრი და ამ გზით განხორციელებული გვაქვს მრავალი პროექტი, მათ შორის, ხილის, სუნელების გადამამუშავებელი, თევზ-პროდუქტების, რძის პროდუქტების და სიმინდის ბურბუშელას საწარმოების გაფართოების პროექტები.  ჩვენ დავეხმარეთ აღნიშნულ კომპანიებს ბიზნეს გეგმის შედგენაში და მიმდინარე პროცესებზე  გავუწიეთ კონსულტაცია.

PMO ბიზნეს კონსალტინგი პარტნიორობს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტთან (REAP), რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს ვთავაზობთ ტრენინგებს, კონსულტაციებს მარკეტინგსა და გაყიდვებში, ბიზნეს გეგმის შემუშავებასა და სამეწარმეო უნარებში. REAP ხუთწლიანი პროგრამაა, 19.5 მილიონიანი ბიუჯეტით და მიზნად ისახავს სოფლად დასაქმების და შემოსავლიანობის ზრდას, რისი მიღწევაც მცირე ფერმერების და სასოფლო საწარმოების ოპერაციების გაფართოებით, დამატებითი ინვესტიციებითა და ტექნიკური დახმარებით არის შესაძლებელი.

ჩვენი გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკაში

ჩვენი გამოცდილება HR საკონსულტაციო სერვისებში

ჩვენი გამოცდილება HR საკონსულტაციო სერვისებში