საცალო და საბითუმო ვაჭრობა

გარდა მრავალი ახალი შესაძლებლობისა, რასაც ვაჭრობის, სწრაფად მზარდი და დივერსიფიცირებული სექტორი სთავაზობს საცალო და ბითუმად მოვაჭრე კომპანიებს, არსებობს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი გამოწვევები და რისკები.

PMO ბიზნეს კონსალტინგში ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ოპერაციული, სტრატეგიული, ფინანსური და ორგანიზაციული გამოწვევების გადალახვაში. ჩვენს გუნდს საცალო და საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურების გაწევის დიდი გამოცდილება, ცოდნა და უნარები აქვს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას ისეთ მომსახურებებზე, როგორიც არის ეფექტური სტრატეგიის განვითარება, მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესება, ორგანიზაციის მიერ რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, შეფასების სისტემის შემუშავება, ადამიანური რესურსების სისტემის დანერგვა და დანახარჯების შემცირება.

აღნიშნულ სექტორში ჩვენი კლიენტები არიან ზოგადი დანიშნულების სავაჭრო ქსელები, ტანსაცმლის საცალო სავაჭრო ობიექტები, სასურსათო მაღაზიათა ქსელები და სპეციალური პროფილის სავაჭრო ობიექტები.

 

ჩვენი გამოცდილება ორგანიზაციის განვითარებაში

ჩვენი გამოცდილება ფინანსურ კონსულტაციაში