ენერგეტიკა

 

მსოფლიოში ენერგო რესურსებზე მოთხოვნის ზრდამ მთელი რიგი გამოწვევების და შესაძლებლობების წინაშე დააყენა გაზისა და ნავთობის, აგრეთვე ალტერნატიული ენერგიის სექტორი. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტ ორგანიზაციებს ცვალებადი რეგულაციების პირობებში მართონ რისკები, გაზარდონ საოპერაციო ეფექტიანობა და გააუმჯობესონ საკუთარი კლიენტების მომსახურება.

ჩვენი გუნდის შესაძლებლობები და გამოცდილება ენერგო სექტორში, გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ სხვადასხვა მიმართულების პროექტები, გავწიოთ ღირებული კონსულტაცია, ხელი შევუწყოთ კლიენტებს სტრატეგიის განვითარებასა და დანერგვაში. ჩვენ ვეხმარებით ნავთობისა და გაზის კომპანიებს აქციონ გამოწვევები შესაძლებლობად, გამოიყენონ პოტენციალის მაქსიმუმი და განახორციელონ გონივრული ინვესტიციები. ჩვენ ვუწევთ კონსულტაციებს საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების, ადამიანთა რესურსების ოპტიმიზაციის, კაპიტალის მართვის,  ლოიალობის პროგრამების, ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის მიმართულებით.

ამ სექტორში ჩვენს კლიენტებს შორის აღსანიშნავია საქართველოს ბაზარზე მოქმედი ორი უმსხვილეს ნავთობისა და შეკუმშული ბუნებრივი აირის კომპანია, აგრეთვე ალტერნატიულ ენერგიის განვითარების მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციები, რომელთა სპონსორობით ენერგეტიკის სექტორში ათი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ.

ჩვენი გამოცდილება ორგანიზაციის განვითარებაში

ჩვენი გამოცდილება პროექტის მართვა და ქოუჩინგში

ჩვენი გამოცდილება ორგანიზაციის განვითარებაში

ჩვენი გამოცდილება პროექტის მართვა და ქოუჩინგში