კარიერა

მომსახურების გაფართოების მიზნით, PMO ბიზნეს კონსალტინგში ახალი მიდგომების და იდეების შემუშავების და ხედვის ჩამოყალიბების მუდმივი პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს კლიენტებს და ვზრუნავთ მათ საჭიროებებზე. ჩვენი მისია მათი გამოწვევების გადალახვაა.

PMO ბიზნეს კონსალტინგში მეგობრული გარემოა. ჩვენ ვაღიარებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი გუნდის თითოეული წევრის კონტრიბუციას. თანამშრომლებს ვთავაზობთ წახალისების სასურველ სისტემას, სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც ყველას აზრი მნიშვნელოვანია.

ჩვენ ვეძებთ სამუშაოზე ორიენტირებულ და საქმისადმი თავდადებულ კანდიდატებს. ჩვენს გუნდში მივესალმებით საღად მოაზროვნე და თამამი გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ სწორედ ის ხართ, ვისაც ჩვენ ვეძებთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით.

გმადლობთ PMO – თი დაინტერესებისთვის!