ტატა მომცელიძე

ტატა მომცელიძე

კონსულტანტი

ტატა PMO ბიზნეს კონსალტინგში 2015 წლიდან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. ტატა ჩართული იყო რამდენიმე მსხვილ საკონსულტაციო პროექტში, სადაც მონაწილეობა მიიღო კლიენტი კომპანიის სტრუქტურის რედიზაინში, ბიზნეს პროცესების შექმნასა და ოპტიმიზაციაში, მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმის შემუშავებაში. ასევე, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბაზრის კვლევასა და ანალიზში. ტატას ბიზნეს საკონსულტაციო გამოცდილება დაკავშირებულია ტურიზმის და HORECA-ს, გაზისა და ნავთობის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სექტორებთან.

ტატამ დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლის, ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატი, მარკეტინგის სპეციალიზაციით. მისი პროფესიული ცოდნა გამყარებულია კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-კურსებით საქართველოსა და საფრანგეთში. ტატა ფლობს ყვითელ ქამარს “Lean Six Sigma”-ში. მას სოსიეტე ჟენერალის პარიზის სათავო ოფისში გავლილი აქვს ტრენინგი მარკეტინგის ტექნიკებსა და პროდუქტის შექმნაში.

PMO ბიზნეს კონსალტინგში მუშაობის დაწყებამდე, ტატა ცხრა წლის განმავლობაში კერძო საბანკო სექტორში მუშაობდა პროექტის მართვის, პროდუქტის შექმნის და მარკეტინგის მიმართულებით. მის მოვალეობებში შედიოდა სხვადასხვა საბანკო პროდუქტის შექმნისა და დანერგვის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა. მას განხორციელებული აქვს პროექტები ფინანსური, საბანკო დაზღვევის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების და სოფლის მეურნეობის განხრით.