სალომე მაკარიძე

სალომე მაკარიძე

პარტნიორი

სალომე PMO ბიზნეს კონსალტინგის პარტნიორია, ის გუნდს 2014 წელს შეუერთდა. მისი ძირითადი მიმართულება სტრატეგიული მარკეტინგი, ორგანიზაციული განვითარების და ადამიანური რესურსების სისტემების შემუშავება და მართვაა. სალომე ხელმძღვანელობს მსხვილ და მრავალკომპონენტიან პროექტებს, უმეტესად კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან.

PMO ბიზნეს კონსალტინგში საქმიანობამდე სალომე 14 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, ისეთ სფეროებში როგორიც არის სტრატეგიული მარკეტინგი, პროექტის მართვა, საბანკო საქმე, მომხმარებელთა მომსახურება და ხარისხის მართვა, გაყიდვების მართვა და პერსონალის პროფესიული განვითარება. ის შვიდი წლის განმავლობაში აქტიურად ატარებდა ტრენინგებს და ინდივიდუალურ ქოუჩინგს მენეჯერული უნარების განვითარებაში.

2012 წელს სალომემ შეწყვიტა კორპორატიული კარიერა და საკუთარ ბიზნეს საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი, დაიწყო დამოუკიდებელი საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციების განვითარებასა და მართვაში. სალომეს ნამუშევარი აქვს წამყვან ქართულ კომპანიებთან ფინანსური სერვისების, განათლების, ტელეკომუნიკაციების, იმპორტის, ენერგეტიკის, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის და მძიმე მრეწველობის სექტორში.

სალომემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. იგი ასევე, DAAD-ის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ეკონიმიკას ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია).

სალომე ფლობს პროფესიონალურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს სტრატეგიულ მენეჯმენტში, ლიდერობის უნარების განვითარებაში და მაღალი დონის კომუნიკაციების წარმოებაში. ბიზნეს კონსალტინგში წარმატებული კარიერის პარალელურად სალომე არის მწერალი და გამოქვეყნებული აქვს მხატვრული ლიტერატურა.

In addition to management consulting, Salome is a published writer of literature.

სალომე მაკარიძე

პარტნიორი

სალომე PMO ბიზნეს კონსალტინგის პარტნიორია, ის გუნდს 2014 წელს შეუერთდა. მისი ძირითადი მიმართულება სტრატეგიული მარკეტინგი, ორგანიზაციული განვითარების და ადამიანური რესურსების სისტემების შემუშავება და მართვაა. სალომე ხელმძღვანელობს მსხვილ და მრავალკომპონენტიან პროექტებს, უმეტესად კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან.

PMO ბიზნეს კონსალტინგში საქმიანობამდე სალომე 14 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, ისეთ სფეროებში როგორიც არის სტრატეგიული მარკეტინგი, პროექტის მართვა, საბანკო საქმე, მომხმარებელთა მომსახურება და ხარისხის მართვა, გაყიდვების მართვა და პერსონალის პროფესიული განვითარება. ის შვიდი წლის განმავლობაში აქტიურად ატარებდა ტრენინგებს და ინდივიდუალურ ქოუჩინგს მენეჯერული უნარების განვითარებაში.

2012 წელს სალომემ შეწყვიტა კორპორატიული კარიერა და საკუთარ ბიზნეს საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი, დაიწყო დამოუკიდებელი საკონსულტაციო მომსახურება ორგანიზაციების განვითარებასა და მართვაში. სალომეს ნამუშევარი აქვს წამყვან ქართულ კომპანიებთან ფინანსური სერვისების, განათლების, ტელეკომუნიკაციების, იმპორტის, ენერგეტიკის, დისტრიბუციის, საცალო ვაჭრობის და მძიმე მრეწველობის სექტორში.

სალომემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. იგი ასევე, DAAD-ის პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ეკონიმიკას ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია).

სალომე ფლობს პროფესიონალურ ცოდნას და უნარ-ჩვევებს სტრატეგიულ მენეჯმენტში, ლიდერობის უნარების განვითარებაში და მაღალი დონის კომუნიკაციების წარმოებაში. ბიზნეს კონსალტინგში წარმატებული კარიერის პარალელურად სალომე არის მწერალი და გამოქვეყნებული აქვს მხატვრული ლიტერატურა