რისკების მართვა – ლევან გოგოლაძე

ლევან გოგოლაძე

პარტნიორი

ლევანი PMO ბიზნეს კონსალტინგის პარტნიორია. ის კომპანიას 2012 წელს შეუერთად და მას შემდეგ ხელმძღვანელობს სხვადასხვა მიმართულების საკონსულტაციო პროექტებს. მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია რისკების მართვის პროექტები, რომლებიც რამდენიმე ქართულ კომერციული ბანკისთვის, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ ITСB-სთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა. მისი ორგანიზებით ბაზელ II-III მოთხოვნების თემაზე საქართველში ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა. ასევე, ლევანს დიდი გამოცდილება აქვს ისეთი კომპლექსური პროექტების მართვაში, რომლებშიც სპონსორები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სახელმწიფო ინსტიტუტები არიან.

ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობამდე, ლევანი 12 წლის განმავლობაში მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე კომერციულ ბანკებში. მისი გამოცდილების სფეროებია საკრედიტო პორტფელის მართვა და განვითარება, რისკის მართვა და აღნიშნულ თემებზე ტრენინგების ჩატარება. ის მუშაობდა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე. პარალელურად, სხვადასხვა პროექტებისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანში ეწეოდა თავისუფალ საბანკო და ფინანსურ კონსულტაციას.

ლევანს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინდუსტრიული და სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. მოგვიანებით, სწავლა კავკასიის ბიზნეს სკოლაში გააგრძელა და მიიღო ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. მას ფინანსების მიმართულებით გავლილი აქვს ჯ. მაკ რობინსონის ბიზნეს კოლეჯის კურსი (ატლანტა, აშშ). ლევანი ასევე ფლობს რისკის საკითხებში პროფესიონალთა გლობალური ასოციაციის (GARP) საერთაშორისო სერთიფიკატს რისკის მართვაში. ლევანის ავტორობით გამოცემულია წიგნი მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების შესახებ. იგი ასევე არის ფინანსური განათლებისა და უნარიანობის კოალიციის თავჯდომარის მოადგილე. ამ თემაზე ლევანი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო გადაცემებში.