თინათინ მოიზელ

თინათინ მოიზელ

ოფის მენეჯერი

თინათინი გუნდს 2014 წელს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა. PMO ბიზნეს კონსალტინგამდე ის ხუთი წლის განმავლობაში ტრენინგ-კომპანიაში ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა. ამ რანგში, ის პერსონალურ და ჯგუფურ ტრენინგებს ატარებდა ოფისის მართვაში და მაიკროსოფტ ოფისის პროგრამებში, კონკრეტულად მაიკროსოფტ ექსელის და ვორდის გამოყენებაში. თინათინი ასევე მუშაობდა ოფის-მენეჯერის პოზიციაზე და პასუხისმგებელი იყო შეხვედრების დაგეგმვის და სხვა საოფისე საქმიანობებზე.

თინათინს აქვს მართვის არაჩვეულებრივი უნარები, სამსახურში კარგად ართმევს თავს სტრესულ სიტუაციებს და ყველა ტიპის პრობლემის მოგვარების გზებს პოულობს. გამოირჩევა ორგანიზებულობით, არის პუნქტუალური და აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თინათინი გატაცებულია უცხო ენების შესწავლით, ამჟამად ეუფლება გერმანულ ენას. მას კოლეგები მისი პროფესიონალიზმის გარდა, განსაკუთრებული მზრუნველობის და მუდამ პოზიტიური დამოკიდებულების გამო აფასებენ.