ბონდო ნიკოლაიშვილი

ბონდო ნიკოლაიშვილი

კონსულტანტი

ბონდო PMO ბიზნეს კონსალტინგის გუნდს  2016 წლის აგვისტოდან შემოუერთდა და ძირითადად საკონსულტაციო პროექტების ფინანსურ კომპონენტებს ხელმძღვანელობს.

ბონდო წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა: ბიზნეს გეგმის განვითარება, ფინანსური მოდელირება და ბიზნეს პროცესების მართვა.

ბიზნეს კონსალტინგში საქმიანობამდე, ბონდომ მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა ფინანსებში. იგი მუშაობდა საერთაშორისო სალიზინგო კომპანიაში ფინანსურ კონტროლერად – მართავდა სალიზინგო პორტფელს, იცავდა სააღრიცხვო სტანდარტებს და ახორციელებდა ფინანსურ რეპორტინგს. ამ პოზიციაზე, მოცულობითი ფინანსური ინფორმაციის დამუშავებითა და მართვით მიღებული გამოცდილების საფუძველზე ბონდომ განიმტკიცა პროფესიონალიზმი ფინანსების სფეროში.

სხვა მნიშვნელოვანი პოზიციებიდან აღსანიშნავია დიდ ენერგეტიკულ კონგლომერატში ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება. სადაც ბონდო, უმაღლესი მენეჯმენტისათვის უზრუნველყოფდა ფინანსურ და საოპერაცი ანგარიშგებას. აღნიშნულ პოზიციაზე ბონდომ შეიძინა გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა: ჰესები, თბოელეტქროსადგურები, კომპრესირებული ბუნებრივი აირისა და ბუნებრივი გაზის რეალიზაცია. უფრო ადრეული პროფესიული გამოცდილება ბონდომ შეიძინა შიდა აუდიტის, ფინანსური მენეჯმენტისა და ბუღალტერიის სფეროებში.

ბონდოს განათლება მიღებული აქვს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, ბიზნეს სკოლაში (უნგრეთი, ბუდაპეშტი) და არის გლობალური მენეჯმენტის მეცნიერებათა ბაკალავრი.

ბონდო ნიკოლაიშვილი

ბიზნეს კონსულტანტი