Business Analytics

ELECTRONIC WASTE RECYCLING PLANT FEASIBILITY ANALYSIS

Georgia’s Environmental Outlook (GEO)

Stakeholder:
Ministry of Environment Protection and Agriculture of Georgia
Sector: Environment

The project aimed to evaluate the viability of setting up a recycling plant in Georgia. The plant was supposed to recycle several categories of electronic waste and sell the byproducts locally or externally. PMO evaluated all the variable and fixed costs as well as investment costs attributable to the recycling plant and prepared the revenue-cost model showing the project’s feasibility. The prepared document was intended for shaping Extended Producer’s Responsibility (EPR) national strategy for Georgia

 

საიუველირო საწარმოს ბიზნეს გეგმა

კრისტალი

სექტორი: საიუველირო ნაკეთობების წარმოება
ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2017 – იანვარი, 2018

პროექტის მიზანს წარმოადგენდა დაფინანსების მოპო­ვება საიუველირო საწარმოო ხაზის გაფართო­ებისა და წარმოების ეფექტურობის გაზრდისათვის. ამისათვის მომზადდა ბიზნეს გეგმა, რომელიც დაფინანსდა “აწარ­მოე საქართველოს” პროექტის ფარგლებში.

 

კურორტ ახტალას განვითარების სტრატეგია და ბიზნეს გეგმა

შპს საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი

ჩართული მხარე: EBRD
სექტორი: ტურიზმი
ხანგრძლივობა: ნოემბერი-დეკემბერი, 2017

პროექტის მიზანს წარმოადგენა საქართველოში ტალა­ხით სამკურნალო კურორტ ახტალის, განვითარები­სთვის სტრატეგიის და ბიზნეს გეგმის შემუშავება. პროექტის ფარგლებში დეტალურად გაანალიზდა საქა­რთველოს ტურისტული ბაზარი, რაზე დაყრდნობითაც შეიქმნა კურორტის განვითარების სტრატეგია. პრო­ექტის თანახმად 16 ჰექტარზე გაშენებული კურორტის სარეაბილიტაციოდ და გასავითარებლად საჭიროა შვიდი მილიონი დოლარის ინვესიტიცია. დოკუმენტი გამიზნულია პოტენციური ინვესტორისთვის, რომელიც ამ პრო­ექტზე დაყრდნობით განავითარებს ვულკანური წარმოშობის ტალახის კურორტს.

 

ელექტრონული ნარჩენების მოცულობის არსებული და სამომავლო ტენდენციების შეფასება საქართველოში

Georgia’s Environmental Outlook (GEO)

ჩართული მხარე: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სექტორი: გარემოს დაცვა
ხანგრძლივობა: სექტემბერი-ნოემბერი, 2017

პროექტი მიზნად ისახავდა ელექტრონული ნარჩენების ისტორიული და არსებული მოცულობების პირველად ანალიზს, ასევე სექტორის თავისებურებებისა და ზრდის განმაპირობებელი ფაქტორების შესწავლას. პროექტის ფარგლებში, ასევე, შემუშავდა ელექტრონული ნა­რჩენების სამომავლო ზრდის პროგნოზი შერჩეულ კატეგორიებზე. მიღებული დოკუმენტი საფუვლად დაედო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სტრატეგიის შემუშავებას.

 

პლასტმასის ყუთების საწარმოს ბიზნეს გეგმა

მაგიპლასტიკი

ჩართული მხარე: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“
სექტორი: შესაფუთი მასალების წარმოება
ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2017

შპს მაგიპლასტის შექმნის მიზანს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის  ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ყუთების წარმოება. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა, რომლის მიხედვითაც კომპანია ყოველწლიურად გეგმავს 480 ტონა პროდუქტის გამოშვებასა და წარმოებაში 22 ადგილობრივი მაცხოვრებლის დასა­ქმებას. პროექტის საწყისი ინვესტიცია შეადგენს ორ მილიონ ლარს. ბიზნეს გეგმის საფუძველზე მაგიპლასტმა მიიღო 1.8 მილიონი ლარის ოდენობის სესხი შეღავათიანი პირობებით.

 

ინოვაციების და ტექნოლოგიების სექტორის კვლევა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)

ჩართული მხარე: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი “მმართველობა განვითარებისთვის” (USAID G4G)
სექტორი: ტექნოლოგიები
ანგრძლივობა: მარტი-სექტემბერი, 2017

საკონსულტაციო პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის შესწავლა და კვლევის დეტალური მეთო­დო­­ლოგიის შემუშავება. შემუშავებული მეთოდო­ლოგია მომავალში გამოყენე­ბული იქნება მთავრო­ბის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ინვესტორების, ბიზნეს სექტორისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორის კვლე­ვისას. პროექტის შედეგად დამკვეთმა მიიღო კვლევის დეტალური მეთოდოლოგია, სექტორის კვლევა და საინფორმაციო კატალოგი სექტორში მოქმედი იურიდიული პირების შესახებ.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება კოჯრის რეკრეაციული ზონისთვის

სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი

სექტორი: ტურიზმი
ხანგრძლივობა: აპრილი-მაისი, 2017

საკონსულტაციო პროექტის ძირითად მიზანს წარმო­ადგენდა კოჯორში ორ ჰექტარზე განლაგებული რეკრე­აციული ზონის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება. კონსულტანტების გუნდმა შეიმუშავა რეკრე­აციული ზონის განვითარების კონცეფცია და გამო­ავლ­ინა ბიზნეს შესაძლებლობები. პროექტის შედეგად დამკვეთმა მიიღო განვითარების სტრატეგიული გეგმა, ბიზნეს გეგმა და ორწლიანი სამოქმედო გეგმა.

 

შიდა პოლიტიკის შეფასება კომერციულ ბანკში

ქართუ ბანკი

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: თებერვალი-მარტი, 2017

საკონსულტაციო პროექტის მიზანს წარმოადგენდა ბანკი ქართუს ფინანსური პროდუქტების გაყიდვის, შიდა პოლი­ტიკის და პროცედურების შეფასება. ასევე, მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით ბანკში არსებული პრაქტიკის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და მისი გამოსწორების შესახებ რეკომენდაციების გაწევა. პროექტის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტი წარედგინა საქართველოს ერო­ვნულ ბანკს.

 

 

საბანკო პროდუქტების კვლევა

კრედო

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: აპრილი-მაისი, 2017

საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ დახმარება კომერციულ ბანკად ტრანსფორმირების პროცესში, საბანკო პროდუქტების და მომსახურების განვითარების კუთხით. პროექტის ფარგლე­ბში ჩატარდა მსხვილი კონკურენტი ბანკების პროდუქტებისა და პირობების დეტალური კვლევა. შესწავლილ საბანკო პროდუქტებს შორის იყო საკრედიტო პროდუქტები, საცალო პროდუქტების პაკეტები, ასევე,  მიკრო და საშუალო სეგმენტის კლიენტებისთვის განკუთვნილი პროდუქტები. გარდა ამისა, პროექტის საბოლოო ანგარიში მოიცავდა ბანკის სტრატეგიას, საბანკო პროდუქტების გაყიდვის ძირითად პროცესებს და პროცედურებს.

 

ავტომობილების ბაზრის კვლევა

კერძო პირი

სექტორი: საავტომობილო
ხანგრძლივობა: სექტემბერი-ოქტომბერი, 2016

საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო საქართველოში ავტომობილების ბაზრის ანალიზი. კერძოდ, მათი მდგომა­რეობის, ასაკის, არსებული რეგულაციების, ასევე, ევრო­კავშირის ჩარჩოს ფარგლებში შესაძლო მომავალი რეგულაციების და სხვა გარემოებების გავლენის ანალიზი ავტომობილების ბაზარზე. პროექტის ფარგლებში განისა­ზღვრა ძირითადი ტენდენციები და გავლენის ფაქტორები, შემუშავდა ბაზრის ათწლიანი ზრდის პროგნოზი. პროექტის შედეგებზე დაყრდნობით დამკვეთმა სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები მიიღო.

 

გუდაურში სასტუმროს განვითარების სტრატეგია და ბიზნეს გეგმა

სასტუმრო გუდაურში

სექტორი: ტურიზმი
ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2016

კომპანია მიზნად ისახავდა გუდაურში 2000 ჰა ტერი­ტორიაზე 120 ნომრიანი სასტურმოს მშენებლობას. პროექტის მიხედვით სასტუმრო მოიცავდა რეკრეაციულ ზონასა და საკონფერენციო დარბაზს. პროექტის ფარგლ­ებში მომზადდა განვითარების სტრატეგია და დეტალური ბიზნეს გეგმა, პროექტ „აწარმოე საქართველოში“ და კომერციულ ბანკებში წარსადგენად.

 

საკვების იმპორტის ბიზნეს გეგმის შემუშავება

TRUNKEL

ჩართული მხარე: Austrian trade bridge
სექტორი: კვების პროდუქტების რეალიზაცია
ხანგრძლივობა: თებერვალი-მარტი, 2016

საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო კომპანია „Austrian Trade Bridge“-ისთვის ბიზნეს გეგმის შემუშავება.
გეგმის მიხედვით, კომპანიას ავსტრიული ბრენდის “Trunkel”-ის პროდუქციის იმპორტი უნდა განეხორცი-ელებინა საქართველოში, HORECA სექტორისთვის. რაც გულისხმობდა, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების და პრემიუმ კატეგორიის რესტორნების მომარაგებას მაღალი ხარისხის ძეხვეულის პროდუქციით. გარდა ამისა, თბილისში უნდა გახსნილიყო პრემიუმ ხარისხის ძეხვეულის მაღაზია საცალო გაყიდვების მიზნით.

 

ქაღალდის ბაზრის კვლევა და ბაზარზე შესვლის სტრატეგია

კარაბოკი

ჩართული მხარე: EBRD
სექტორი: შესაფუთი მასალების წარმოება
ხანგრძლივობა: მაისი-ივნისი, 2016

პროექტის ფარგლებში განხორციელდა ქაღალდის ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრების შესწავლა. ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა შესაფუთი ქაღალდის წარმოების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების, სავაჭრო ნაკადების, მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორების და კონკურენტული გარემოს ანალიზს. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე განისაზღვრა ბაზრის ძირითადი ტენდენციები და გაკეთდა ხუთწლიანი პროგნოზები. ბაზარზე არსებული გარემოს შეფასების და ბაზარზე კომპანიის პოზიციონირების ანალიზის საფუძველზე, მომზადდა კომპანიის განვითარების ხედვა და სტრატეგიული მიზნები. ასევე, ბაზარზე შესვლის სტრატეგია. მომზადდა საინვესტიციო გეგმა.

 

ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხნის ბიზნეს გეგმა

ჰერეთი აგრო

ჩართული მხარე: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: საკვები პროდუქტების გადამუშავება
ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი, 2016

„ჰერეთი აგრო“ ახალდაფუძნებული კომპანია იყო, რომელიც კახეთში ხილის და ბოსტნეულის გადა­მამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავდა. პროექტის ფარგლებში მომზადდა ბიზნეს გეგმა და წარედგინა სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს.

 

უალკოჰოლო სასმელების და ლუდის ბაზრის ანალიზი

ქართული ლუდის კომპანია (ზედაზენი)

ჩართული მხარე: EBRD
სექტორი: ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
ხანგრძლივობა: იანვარი-მარტი, 2016

პროექტი მოიცავდა არაალკოჰოლური გაზირებული, არაგაზირებული სასმელებისა და ლუდის ბაზრის ანალიზს საქართველოში. პროექტის ფარგლებში განისაზღვრა ბაზრის მთლიანი მოცულობა რაოდენობ-რივ და ღირებულებით მაჩვენებლებში, ადგილობრივი წარმოება, ექსპორტის და იმპორტის მოცულობა, გაყი­დვების არხები და სეზონურობა ცალკეული პროდუქტის ჭრილში (ცივი ჩაი, კოლა, ლიმონათი და წვენები). ასევე, გაანალიზდა კომპანიის ახალი პროდუქტის ბაზარზე შესვლის სტრატეგია და კონკურენტული გარემო. პროექტის ბოლოს განისაზღვრა ბაზრის ზრდის მომავალი ტენდენციები, რომელებიც დაეფუძვნენ ბაზრის  არსებულ მდგომარეობას და ბაზრის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს.

 

კორპორატიული კლიენტების კვლევა

პაშა ბანკი

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი, 2015

საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში მოქმედი კომპანიების და მათი ბიზნეს ურთი­ერთობების შესწავლა, აგრეთვე საბანკო მომსახურების გაუმჯობესების შესაძლებლობების მოკვლევა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული პირი­სპირ ინტერვიუები წინასწარ შერჩეული 152 კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტთან. შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე მომზადდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ბანკის მენეჯმენტმა სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა.

 

 

თევზის წარმოების ბიზნეს გეგმა

ტობი

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოებ
ხანგრძლივობა: აპრილი-მაისი, 2015

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო კომპანიის აქტივობის არეალის გაზრდა, რაც მას საშუალებას მისცემდა ეწარმოებინა რამდენიმე სახეობის თევზის ნახევრად მზა და მზა პროდუქტი. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა და განისაზღვრა პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება – 230,000 აშშ დოლარი და დაიგეგმა 5 მილიონი ლარის წლიური შემოსავალი.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება

გურულები

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: ივლისი-აგვისტო, 2015

საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა და განისაზღვრა პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება, 516,000 აშშ დოლარი.

 

საწვავის ბაზრის ანალიზი

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

ჩართული მხარე: სოკარ ენერჯი ჯორჯია
სექტორი: ნავთობი და გაზი
ხანგრძლივობა: თებერვალი-მარტი, 2015

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო საქართველოს საწვავის ბაზრის ანალიზი. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ნავთობისა და შეკუმშული ბუნებრივი აირის ინდუსტრია, გამოვლინდა საცალო ბაზრის განვითარების პოტენციალი სხვადასხვა პროდუქტებისა და სეგმენტის ჭრილში, შეფასდა სოკარის ძირითადი კონკურენტები, მათი პოზიციონირება და სტრატეგია. ასევე, გაანალიზდა სოკარის საბაზრო პოზიციები და საწვავის და შეკუმშული ბუნებრივი აირის სადგურების ეფექტიანობა, რის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები სოკარის საბაზრო პოზიციების გასაძლიერებლად.

 

სასურსათო საცალო ქსელის კომერციული საქმიანობის სიღრმისეული ანალიზი

ფუდმარტი/სპარი

ჩართული მხარე: ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია
სექტორი: სურსათის საცალო ვაჭრობა
ხანგრძლივობა: იანვარი-მარტი, 2015

საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო ნიდერ­ლან­დების განვითარების საფინანსო კომპანიის დახმარება სასურსათო მაღაზიების ქსელის „ფუდმარტის“ რებრე­ნდინგის პოტენციალის შეფასებაში. პროექტის ფარგლებში გაანალიზდა საქართველოში არსებული სასურსათო საცალო ქსელის ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, ბაზრის ძირითადი მოთამაშეები და მათი სტრატეგია. ასევე, შეფასდა „ფუდმარტიის“ მენეჯმენტის ხედვა, სამოქმედო გეგმა და არსებული რესურსი რებრენდინგის განხორციელებისთვის. ჩატარდა სასურსათო საცალო ვაჭრობის ტრადიციული და თანამედროვე ბაზრების დეტალური კვლევა. მათ შორის, ფასწარმოქმნის, პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის, რეგულაციების, ბაზრის ძირითადი რისკე­ბის ანალიზი. პროექტის შედეგების საფუძველზე FMO-მ მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილება.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება ჩაის საწარმოსთვის

ქობულეთის ჩაი

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: ნოემბერი-დეკემბერი, 2014

საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა და განისაზღვრა პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება, 500,000 აშშ დოლარი.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება ცხოველთა საკვების დამამზადებელი საწარმოსთვის

ინვეტი

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: ცხოველთა საკვების წარმოება
ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი, 2015

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო, მსხვილ და წვრილ­ფეხა საქონლის, აგრეთვე შინაური ფრინველის საკვები პროდუქტის დამამზადებელი საწარმოსთვის ბიზნეს გეგმის შედგენა. საწარმოში, რომლის პოტენ­ციური წარმა­დობა წელიწადში რამდენიმე ათას ტონად შეფასდა, 25 ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა დასაქმებულიყო. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა და განისაზღვრა პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება, 328,000 აშშ დოლარი.

 

 ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს ბიზნეს გეგმა

“ქართული ხილის პროდუქტი”

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2014 – იანვარი, 2015

კონსულტანტების გუნდმა შეიმუშავა ბიზნეს გეგმა და განსაზღვრა პროექტის საინვესტიციო ღირებულება, 600,000 აშშ დოლარი.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება სუნელების დამფასოებელი საწარმოსთვის

კოოპერატივი იბერია

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება 
ხანგრძლივობა: ივლისი-აგვისტო, 2014

კოოპერატივი გათვლილი იყო 3,000 ადგილობრივი მაცხოვრებლის მიერ საკუთარი შინამეურნეობის პროდუ­ქციის გადამუშავება-რეალიზაციაზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა და განისაზღვრა პროექტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება, 780,000 აშშ დოლარი.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება ჩირის საწარმოსთვის

იბერია ხილი

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: მაისი-ივნისი, 2014

პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა და განისაზღვრა პროქტის საწყისი საინვესტიციო ღირებულება, 230,000 აშშ დოლარი.

 

ბაზრის კვლევა და ანალიზი

ედრესი

ჩართული მხარეები: EBRD, BAS პროგრამა
სექტორი: ტანსაცმელი და აქსესუარები
ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი, 2014

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო კომპანიის გაფართ­ოების სტრატეგიის შემუშავება. ჩატარდა ბაზრის ფართომასშტაბიანი კვლევა, აგრეთვე შესწავლილ იქნა მომხმარებელთა მოთხოვნები. კვლევა დაეხმარა კომპანიას ქსელის გაფართოების კუთხით ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება კონსერვის საწარმოსთვის

ქართული პროდუქტის კორპორაცია

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება 
ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი, 2014

კომპანიის მოთხოვნა ბიზნეს გეგმის შემუშავებაში ტექნიკური დახმარების გაწევა იყო. პროექტის ფარგლებში მომზადდა შესაბამისი ბიზნეს გეგმა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში იქნა წარდგენილი.

 

საბანკო სექტორისა და კონკურენტების ანალიზი

პაშა ბანკი

სექტორი: საბანკო
ხანგრძლივობა: მაისი-ივლისი, 2014

პროექტის მიზანი იყო საქართველოს საბა­ნკო სექტორის და ძირითადი მოთამაშეების შესწავლა. პროექტის ფა­რგლე­ბში ჩატარდა სექტორული კვლევა და გაანალიზდა ძირი­თადი მოთამაშეები, მათი სტრატეგიები, მო­მხმა­რებელთა ჯგუფები და პროდუქტთა ხაზ­ები. ასევე, შეფასდა პაშა ბანკის პოზი­ციონირება ბაზარზე, კონკურენტებთან მიმა­რთებით.
აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობით პაშა ბანკის მენეჯმენტმა 2015-2017 წლების სტრა­ტეგიის ფორმულირება მოახდინა.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება ცხოველთა საკვების წარმოებისთვის

აგრიკორპი

ჩართული მხარეები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო
სექტორი: ცხოველთა საკვების წარმოება
ხანგრძლივობა: მარტი-აპრილი, 2014

აგრიკორპმა სესხის მიღების მიზნით მიმართა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს. საკონ­სულტაციო პროექტის ფარგლებში შემუშავდა ბიზნეს გეგმა, რომელიც აგრიკორპმა სოფლის მეურ­ნეობის სამინი­სტროში სასურველი სესხის მისაღებად წარადგინა.

 

უალკოჰოლო სასმელების ბაზრის კვლევა საქართველოში

წყალი მარგებელი

ჩართული მხარე:EBRD
სექტორი: უალკოჰოლო სასმელები
ხანგრძლივობა: ივლისი-აგვისტო, 2014

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო კომპანიის გაფართოების სტრატეგიის შემუშავება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ბაზრის ფართომასშტაბიანი კვლე­ვა, აგრეთვე მომხმარებელთა მოთხოვნების შესწავლა. კვლევა დაეხმარა კომპანიას ქსელის გაფართოების კუთხით ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.

 

ვისოლ ჯგუფის კომერციული და ფინანსური საქმიანობის სიღრმისეული ანალიზი

ვისოლ ჯგუფი

ჩართული მხარე:EBRD 
სექტორი: ნავთობი და გაზი
ხანგრძლივობა: აგვისტო-სექტემბერი, 2013

საკონსულტაციო პროექტი ევროპის განვითარებისა და რერუქციის ბანკის (EBRD) დაკვეთით განხორციელდა. პროექტი ვისოლ ჯგუფის კომერციული და ფინანსური საქმიანობის საგულდაგულო ანალიზს მოიცავდა, რომლის მიზანი იყო ქართულ ბაზარზე თხევადი საწვავისა და შეკუმშული ბუნებრივი აირის შესწავლა, ღირებულებათა ჯაჭვის იდენტიფიცირება, მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტორების, კონკურენციის, ფასების, მომგებიანობის, კომპანიის სტრატეგიის, ფინანსური მდგომარეობის და SWOT ანალიზის შედგენა. საბოლოო ანგარიშის საფუძველზე, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ვისოლ ჯგუფზე გრძელვადიანი სესხის გაცემასთან დაკავშირებით.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება მესაქონლეობის ფერმის და რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის

LGB 

ჩართული მხარეები: EBRD, BAS-ის პროგრამა
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: ივნისი-აგვისტო, 2013

აღნიშნული პროექტის მიზანი ფერმის გაფართოების ბიზნეს გეგმის შემუშავება იყო. გაფართოების გეგმა გულისხმობდა კომპანია LGB-ს მეურნეობის დაახლოებით ორჯერ გაზრდას და ყველის თანამედროვე წარმოების მეურნეობის დაწყებას.
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა არსებული ფერმა, რძის გადამუშავების მეურნეობა და შემუშავდა ბიზნესის გაფართოების დეტალური გეგმა. შედეგად, კომპ­ანი­ამ შეძლო გაეძლიერებინა თავისი წარმადობა და გაეუმჯობესებინა ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები.

 

ბიზნეს გეგმის შემუშავება სასაწყობე მეურნეობისთვის

LGB 

ჩართული მხარეები: EBRD, BAS-ის პროგრამა
სექტორი: კვების პროდუქტების წარმოება
ხანგრძლივობა: ივნისი-აგვისტო, 2013

LGB საქმიანობა უკავშირდება ბოსტნეულის გადამუშა­ვებას და სასაწყობო მეურნეობას. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ბიზნეს გეგმის შემუშავება, რომელიც მოი­ცავდა ბოსტნეულის ბაზრის ანალიზს, მარკეტინგული და საინვესტიციო გეგმების შედგენას და ფინანსურ პროგნოზებს.
პროექტის ფარგლებში კონსულტანტები მჭიდროდ თანა­მშრომლობდნენ სოფლის მეურნეობის ექსპერტებთან, რათა კომპანიისთვის შექმნილიყო სათანადო ბიზნეს მოდელი და დადგენილიყო გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის და სასაწყობო მეურნეობის ოპტიმალური ზომა. აღნიშნული ცვლადების ერთობლიობით მოხდა წმინდა დისკონტური ღირებულების (NPV) ოპტიმიზაცია, რენტაბელობის შიდა ნორმის (IRR) და პროექტის სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორების გაუმჯობესება.

 

სასტუმროს ბიზნეს გეგმის შემუშავება

სასტუმრო სილოვანი

სექტორი: ტურიზმი
ხანგრძლივობა: ივნისი-ივლისი, 2013

საკონსულტაციო პროექტის დამკვეთი იყო რაჭაში მდებარე სასტუმრო “სილოვანი”. პროექტის მიზანი სასტუმროს გაფართოებისა და ეფექტური ფუნქცი­ონირებისთვის ბიზნეს გეგმის შემუშავება იყო.

 

სავაჭრო ცენტრის ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი

Terex

სექტორი: სამშენებლო
ხანგრძლივობა: თებერვალი-მარტი, 2012

კომპანია უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საქართველო-სომხეთის საზღვართან გეგმავდა მსხვილი სავაჭრო ცენტრის აშენებას. საკონსულტაციო პროექტის მიზანი იყო ზემოთ ხსენებული ინიციატივის ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის გაკეთება და ანგარიშის მომზადება.

 

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში ცემენტის ბაზრის კვლევა

საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია

სექტორი: სამშენებლო
ხანგრძლივობა: მაისი-ივლისი, 2012

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცემენტის ბაზრის კვლევა, ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიის დაკვეთით. პროექტის ფარგლებში სამი დამოუკიდებელი ანგარიში მომზადდა – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და უკრაინისთვის. პროექტი ითვალისწინებდა მიმდინარე საბაზრო ტენდენციების დეტალურ ანალიზს, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების კუთხით. აღნიშნულზე დაყრდნობით შემუშავდა ხუთწლიანი საბაზრო პროგნოზი. ანგარიში აგრეთვე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას და ანალიზს ცემენტის ინდუსტრიაში არსებულ კონკურენტულ გარემოზე.

 

კომერციული საქმიანობის აუდიტი სასტუმროსთვის

ჯინო ველნეს რაბათი

ჩართული მხარე: სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი
სექტორი: ტურიზმი
ხანგრძლივობა: მაისი-ივლისი, 2012

დამკვეთის მიზანი იყო გაეგო, რამდენად სიცოცხლის­უნარიანია პროექტი და რამდენად რეალისტურად იყო გაკეთებული პროგნოზები და შეფასებები. ასევე, სურდა მიეღო დამოუკიდებელი შეფასება სასტუმროს მენეჯმენტის და მომსახურე პერსონალის მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავდა საქართველოს ეკონომიკის, საგადასახადო სისტემისა და მოგების ექსპროპრიაციის საკითხებსაც.
ჩატარებული კომერციული საქმიანობის აუდიტის საფუძველზე, ჯინო ველნეს რაბათმა სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკისგან მიიღო გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი.

 

აკვა პარკისთვის კომერციული საქმიანობის აუდიტი

ჯინო ფერედაისი

ჩართული მხარეები: EGAP – ჩეხეთის კრედიტის დაზღვევის კორპორაცია
სექტორი: ტურიზმი
ხანგრძლივობა: მაისი-ივლისი, 2012

აღნიშნული პროექტის მიზანი ბიზნესის პოტენციალის შეფასება იყო, რაც შემდგომი დაფინანსების მიღებას უზრუნველყოფდა.
საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა ბაზარი, შეფასდა შემოსავლების პროგნოზები და
სხვა დაშვებების საიმედოობა. შედეგად, EGAP-ის გარა­ნტიის საფუძველზე კომპანიამ შეძლო მნიშვნელოვანი დაფი-ნანსების მიღება.

 

პროექტის შეფასება

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

სექტორი: გარემოს დაცვა
ხანგრძლივობა: სექტემბერი-ნოემბერი, 2012

საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში შეფასდა პროექტის ეფექტიანობა და ეფექტურობა, შედეგების მდგრადობა და CENN-ის მიერ ჩატარებული აქტივობების პროექტის მიზანთან შესაბამისობა. სხვადასხვა დონეზე მომუშავე დაინტერესებული მხარეებისგან მოხდა ინფორმაციის შეგროვება და შედგა პროექტის შეფასების ანგარიში. ანგარიშს გაეცნო CENN-ი და შემდგომ იგი გაეგზავნა პროექტის სპონსორს.