ბაზრის კვლევა და ანალიზი

ბაზრის კვლევა, სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით  – გამოკითხვა, პროდუქტის ტესტირება, ფოკუს ჯგუფები – გულისხმობს როგორც ახალი პროდუქტის და მომსახურების შეფასებას, ასევე, არსებულის განვითარებას. ბაზრის კვლევა კომპანიას საშუალებას აძლევს გამოავლინოს მიზნობრივი ბაზრები, სეგმენტები და პროდუქტის და მომსახურების პოტენციალი, ანუ გაიგოს თუ რას ფიქრობენ პოტენციური მომხმარებლები ამა თუ იმ პროდუქტზე და მომსახურებაზე. მეორეს მხრივ, საბაზრო კვლევა კომპანიას ბაზარზე ახალი შესაძლებლობების ათვისებისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

ბაზრის არსებული და მოსალოდნელი ტენდენციების, კონკურენტული გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შეფასების მიზნით, ჩვენ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა მეთოდს და განსხვავებულ წყაროს ვიყენებთ, რის შემდეგაც  ვახორციელებთ ინფორმაციის სიღრმისეულ ანალიზს. ანალიზის შედეგად ვიღებთ ბაზარზე არსებულ სრულ სურათს, მათ შორის, კონკურენციის ინტენსივობას, მოსალოდნელ ტენდენციებს და ცვლილებებს, ახალი პროდუქტის შეთავაზებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და საფრთხეებს, ბაზარზე შესვლის და გამოსვლის ბარიერებს და სხვა.

 ჩვენი გამოცდილება ბიზნეს ანალიტიკაში ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი