მმართველი პარტნიორი – ლიკა ინაშვილი

ლიკა ინაშვილი

მმართველი პარტნიორი

ლიკა PMO ბიზნეს კონსალტინგის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციის განვითარებაზე, სტრატეგიის და ხედვის ჩამოყალიბებაზე, ასევე, მომსახურების ხარისხზე და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
თერთმეტი წელია რაც ლიკა მენეჯმენტ საკონსულტაციო სფეროში მოღვაწეობს, მეტწილად კვლევის, ბიზნეს ანალიტიკის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. წარსულში მუშაობდა ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიაში, თანამშრომლობდა საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიასთან, მოგვიანებით კი დაიწყო დამოუკიდებელი ბიზნეს კონსულტაცია. 

ლიკას საკონსულტაციო გამოცდილება მოიცავს ბიზნესის განვითარებისა და გაფართოების მიმართულებას, კერძოდ, კორპორატიული და ბიზნეს სტრატეგიის განვითარებას და განხორიცელებას, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას და შეფასებას, ბიზნეს გეგმების და ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებების შემუშავებას. მას უმუშავია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიის (FMO) ფართო მასშტაბის კომერციული საქმიანობის აუდიტის” პროექტებზე. ნამუშევარი აქვს საქართველოში წამყვან კომპანიებთან, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიებს წარმოადგენენ, მათ შორის საცალო და საბითუმო გაყიდვებს, ფარმაცევტულ ბიზნესს, ტურიზმს, FMCG-ის, სოფლის მეურნეობას, საბანკო სექტორს, მშენებლობას და უძრავ ქონების მართვას.

ლიკამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, შემდეგ, სწავლა ტურინის უნივერსიტეტის პარეტოს ეკონომიკის სკოლაში გააგრძელა, სადაც მას ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

ლიკა ინაშვილი

მმართველი პარტნიორი

ლიკა PMO ბიზნეს კონსალტინგის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. იგი პასუხისმგებელია ორგანიზაციის განვითარებაზე, სტრატეგიის და ხედვის ჩამოყალიბებაზე, ასევე, მომსახურების ხარისხზე და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
თერთმეტ წელზე მეტია რაც ლიკა მენეჯმენტ საკონსულტაციო სფეროში მოღვაწეობს, მეტწილად კვლევის, ბიზნეს ანალიტიკის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. წარსულში მუშაობდა ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიაში, თანამშრომლობდა საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიასთან, მოგვიანებით კი დაიწყო დამოუკიდებელი ბიზნეს კონსულტაცია. 